|
გურგენის ზღვის სიახლოვეს ქალაქია დიდი, ბაქო. ვნახე, მაგრამ ვერ ვახერხებ რომ შევამკო და შევაქო.
არ მინახავს ჩვენში მე სხვა: ნაცრის ფერი, უწყლო მხარე, თუმც კი იქვე ახლოს აქვს ზღვა.
ახმაურებს ყველგან ქუჩებს; გამვლელს აყრის მტვერს თვალებში, ქვიშას ურევს, უწვავს ტუჩებს.
ირგვლივ უდის ნავთის სული, სასმელი ჰყარს, საჭმელი ჰყარს! არ ჰყარს მხოლოდ მარტო ფული.
ვინ უდგას? და ვის ხელშია? ვიღაც ერთი ორიოდე, მაშინ როცა ათასს შია.
მუხთარი და მუსა-ალი ვინ არიან ეს გმირები. სულ უბრალო რამ „ამბალი"?
ზოგი იყო მიწის მუშა. ბედმა შრომა ეს დღიური ყველას ერთად ჩაუფუშა.
მილიონი... ნავთის წყარო... და იმითი ააშენა... აამაღლა, ვით სამყარო.
დღეს თაყვანს სცემს მოწიწებით და შეჰყურებს როგორც ბრძენსა სიხარბით და გაოცებით.
ავტომობილს ვიღაც ქალი, ახალგაზრდა თვალ-ტანადი მაყურებელს მოსჭრა თვალი.
არავინ ჰყავს, ჰფიქრობს, ტოლი, და ვინ არის? ვინ იქნება, თუ არ ამბალთაგნის ცოლი.
ვინ გაბედავს, რომ სთქვას, - უარს და ლამაზი სხვისი ჩიტი - გალიაშიც ქმარსაც უყვარს.
ძალა არის, მხოლოდ ერთი მილიონი!.. მილიონი!.. მილიონი, ქვეყნის ღმერთი!..
ვერ ვახერხებ, რომ შენ გაქო მით უფრო რომ ზნეობითი არაფერი არა გაქო. |


