|
ცის ჰორიზონტსა გადაჰკვრია ლურჯი არშია, სიზმარს დაეძებს ცაში მთვარე, სიზმარს მსუბუქს, ნელს ლურჯთვალა წვიმა წყნარადა სცრის და ბუჩქში ია თავჩაქინდრული მიმოაბნევს თაფლისფერ სურნელს.
სულს აცისკროვნებს ფოთოლთ ცეკვა, ტყის დასავალი, ვარდის ღიმილი ნეტარების მარგალიტს აფრქვევს, ფერად კიდეებს ეკონება მთების მწვერვალი.
მთისა ნაკადი სჩქეფს, ჩუხჩუხებს, ნაზობს, ნარნარობს, ცა მოციგლიგე ხავერდოვან მდელოს დასცქერის, შაშვი ჭახჭახებს, ნეტარებით ბუნება ხარობს.
შევურთო ჩემი აღმაფრენა და მივცე ბანი. |


