|
წვიმაა... ნისლი... ვერასა ვხედავ, თითქოს მე ვიყო გადაკარგულზე, მამულის სევდა, - მწუხარე დედა, ქანდაკად მდგარი ილიას გულზე.
მთაწმინდის ფსკერზე მწარედ კვნესოდა, და თუმცა იგი იყო წარსული - დღევანდელი დღის წყლულად მესმოდა.
ნაიდუმალევ წყლულის ტკივილით, ძირს კი დგრიალებს ცეცხლით სადგური მატარებლების გაბმულ კივილით.
გაფანტულ ძვლების სევდას არ სძინავს, უმწყურვალესად ის შურს იწყურებს, გმინავს ქვესკნეთში, ფრინავს არწივად -
ცეცხლადდაშლილი ვერ იკლავს წყურვილს, თითქოს მზადდება ასაფეთქებლად ვით ქალაქ გარეთ ნაგდები ჭურვი!.. |


