|
ჩემთვის ბრწყინავდა მზე დიადი, სხივმოელვარე, ძვირფას თვლებივით ციმციმებდნენ სულში მთიები, ჩემს თანაგრძნობას ვერცხლით რთავდა პირსავსე მთვარე გულში ხარობდნენ გაზაფხულის ნაზი იები.
ხან ლოცვასავით მოჩურჩულე, ხან ანთებული, ერთს უგალობდა ჩემი სულის ყოველი ბგერა, ერთისთვის იყო ნება ჩემი წარმართებული.
ყველა ოქროს თავს მივუძღვენი მე დიადემად, მის სამსხვერპლოზე ჩავანელე ოცნების ალი, წრფელი ზრახვანი ფეხთ დავუგე ტურფა ედემად.
თქმათა გამართვით ვპირველობდი გრძნობის მგოსანი, შურით და ელდით ივსებოდა ბოროტის მდომი, ვმეფობდი ლაღად სიყვარულის გვირგვინოსანი!...
პირგაბრუნებით სხვა ქვეყნისკენ მზე გაეშურა, თან მოიტანა ჩრდილოს ქარმა სუნთქვა საზარი, ლურჯთვალა იებს ცივი რთვილი პირს დაესხურა.
დე, მოკვდეს უხმოდ სიტყვა ჩემი ვნებით აღძრული, აღარც გაიღოს საგანძური აწ დარკინული და თეთრს ოცნებას ფრთა შეახმეს მისგან დაზრული!.. |


