კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 13:30

 

 

ციცუნიავ, ხარ რა ნაზი,

რა ფუნჩულა, რა ლამაზი!

ტანმოქნილი, ტანწერწეტა,

მარდი, სწრაფი ვით გავაზი!..

მითხრეს: გული მას აქვს ქვისო, -

მიჰქარავენ, არა, ფისო?

თაგვების ხარ ავი წერა:

გიყვარს ბნელში მათი ჭერა! 

გაიძვერას ერთს ვირთაგვას

შენს კლანჭიდან სურს გასხლტომა..

მაგრამ ვერა!!

კლანჭები გაქვს, სთქვეს, რკინისო, 

მართალია, არა, ფისო?!..

მსხვერპლს დაიჭერ.. ვით განგაშებ!..

ჰბეგვამ, ჰზელავ, ათამაშებ, 

ალავაშებ!..

ანთხევ სისხლსა - გიხარიან

და თეთრ კბილებს აკაშკაშებ!.. 

ეშინოდეს ქოფაკისო,

სთქვეს და ფრთხილად იყავ ფისო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე მაყაშვილი  • • •   კოტე მაყაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen