კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 12:51

 

 

აი, ლამფას დავხურე მოთალხო აბაჟური

და ოსმალურ ყავისფრად ოთახი ჩავაშავე.

და ბოლთას ვცემ და ვამბობ: რისთვის! რა დავაშავე!

რად მომიკალ, ნეტავი, გრძნობა ახალვაჟური?!


მე ხომ მართლა მიყვარდი - ვით სადაფსა ნიჟარი,

მე ხომ მონა ვიყავი ემაგ თვალთა ისრისა, -

მაშ ხასხასა ტუჩები ასე ვინ მომისრისა,

ვინ გამხადა მტრედივით ვნებაგანაგიჟარი?


და თუ სადმე მესმოდა რამ ახალი ამბავი

განა თავდაპირველად მე შენ არ გიმჟღავნებდი?

განა მე არ ვიყავი შეგხედე და ავნებდი,

განა შენ არ გაკუთვნე ლექსი დაუსტამბავი?


დღეს კი ისე ამჩატდი თვით სიოც გადაგძალავს,

დაივიწყე მგოსანი მგრძნობიერი, მშფოთვარე;

დღეს ქმარი გყავს და ქმარი თვით ოცნებას გიკრძალავს,

ქმარი ცივი ვით არზა, უგრძნობელი ვით მთვარე.


ვაი სადღა წავიდე! ვაი - ვინ მეყოლება!

ვიღა მოგიხსენიებს მგოსნის მუზად წოდებულს!

ლამის მოვკვდე! ვინ არი, შენს ტანს ვინ ეტოლება,

შენს ტანს, ატამივითა ოდნავ ბუსუს-მოდებულს?!!


დღეს ქმარი გყავს და ქმარმა შენ მონად გამსახურა,

ვით მუშანბა წარსული გაჰყინა და გაფისა;

შეგირთო და ეგ გულიც ისე მაგრად დახურა,

როგორც ბერ-საჭურისმა კარი ალაყაფისა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen