მემატიანეთა თქმით, ბერი იოანე, დარწმუნებული, რომ ივერია და იბერია ერთი და იგივე ქვეყანაა, წავიდა ესპანიას ახალი სამშობლოს სანახავად.
|
შეწყდა სიმღერა და სერენადა, აღარ იმღერის ინეზილია, ცეცხლის კვამლშია ახლა გრენადა, სისხლის ტალახში მიზელილია.
კარმენის ცხელი ვნების სიცილი, ქალების მოთქმა ქუჩებს მოედო, ყველგან ბავშვია იქ მისრესილი.
მტერს მტრულად უნდა დახვედრა დროზე.
ისმის კივილი - ცეცხლი მაგარი. სირცხვილი ვაჟკაცს, თუ მტერს დანებდა და მიატოვა თავის სანგარი.
ამ ვაჟკაცური ხმის დასტურია და რესპუბლიკას მტლად დაედება თავგანწირული კვლავ ასტურია,
თავის თავს დაჭრილ ლომის ლეკვს ადრის, იბრძვის ქუჩებზე, იბრძვის მეტროში და რკინის კედლად ადგება მადრიდს.
თავს დასტრიალებს მათ იბარური.
ესპანიაში წასულა ბერი, ეს იოანე თურმე ელოდა, იქ მოეძებნა მოძმე იბერი.
ქვეყნად ეძებდა ახალ სამშობლოს, ალბათ იმ დროში სხვებიც შფოთავდნენ, მაგრამ დაუწყდათ იმედი ბოლოს.
მათი სამშობლო ნიავს გაჰქონდა.
სამშობლო ქვეყნად ყველას გვერგება. იქ ჩვენი მოძმე ჩვენ ხმასაც უცდის, ჩვენი გულისთვის ხმალზე ეგება;
რევოლუცია აძლევს სიმძაფრეს, ეს ურჩევნია ესპანელ მშრომელს შეიარაღებულ გემების აფრებს,
თვითონ ცეცხლია რევოლუცია... დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო, სისხლში ნადნობო მთავ ასტურია!
და გამარჯვების ეს დასტურია. |
| პოეზიის გვერდი • • • |


