კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 04:14

 

 

ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,

დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?

გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,

და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.


დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,

ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით.... და ჰა, იგი დავათავე.

და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,

რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?


და მეწვია შემდეგ ეჭვი და მომწყინდა იგი მცნება.

ვთქვი:" სხვას რასა აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება!"

მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -

"ხელოვნება ეს ოქროა მიწის გულში დამარხული".


ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,

რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი....

არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,

მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.


არის საღვრთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,

აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"

შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება....

მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen