|
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე; გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, - ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.
რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი... ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი! |
| პოეზიის გვერდი • • • |


