კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 09:21

 

 

უსაზღვროებას გავცქერივარ, მივეხეტები.

ღამე ზრიალებს, ქარიშხლები ემატებიან. 

- რა ამბავია? - ქვებზე დამჯდარ ქარს ვეკითხები,

- რო გუგუნებენ? - მიმავალი პლანეტებია...


მთვარე კი ბჟუტავს ცის ეზოში, როგორც ფარანი.

მიწა სიბნელეს და გაუვალ ქარს ეფარება.

იქ გუმბათები კივილს ყრიან და მიფრინავენ,

თურმე ნისლებში გზა დაკარგეს ზღვა საფლავებმა...


იქ ბრტყელ ვარსკვლავებს ცის გარედან ასკდებათ ელვა.

წვიმა თუ უშენს და კივიან სამრეკლოები.

მთვარისკენ მივალ, შუქს ცრემლების ტალღა იძლევა

და მიწებს იქით მე მისტვენენ მზის მეგობრები.


"წადი, ირბინე, სანამ ყვითლად ჩამობნელდება,

წადი, იმღერე და დაოსდი სივრცეებისკენ.

ოხ, ეს სიცოცხლე ნეტავ როდის გამომნელდება! 

ო, უკვდავებავ, კარგი ჰქენი, რომ არ მიკისრე.


მთვარეზე დავალ ჭანდარივით ქარწამოსხმული.

სადღაც ძაღლები სინათლისკენ იყეფებიან.

ბოლოს მომიღებს, კამარებო, თქვენი ხმაური

და ქარში თვალებს ხმა წაუვათ და ჩაქრებიან.


დავიღუპები. ქარი იტყვის: უცნაურობდა!

არ დამიფარო გრიგალებში, გზაო, ძლიერო...

დე, დედის მწარე და ღიმშეცვლილ საცოდაობამ

ზეციდან ზეცა ყოველ ღამე ათვალიეროს...


კიდევ გონებადაკარგული მივეხეტები.

ფეხის ხმა ესმით, ქარიშხლები მემატებიან.

- რა ამბავია? - ჩემს საკუთარ ჩრდილს ვეკითხები,

- რო გიძახიან? - შებინდული პლანეტებია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen