|
ხეები ლექსებით იფარჩება, ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას, ამდენი მგოსნის ძლივსმარჩენალს ისევ მგოსნები გიმრავლდება.
ხეები გოდებით გალექსილი! ამდენი მტირალა იადონი, ამდენი მგლის ლეკვი ალესილი!
გლადიატორებთან - მგალობლებით? ვაიმე, იღმერთოდ დავილებით! ვაიმე, უღმერთოდ დავობლდებით!
შენ სადღა, პაწია ამორძალო? ამ გრიგალს როგორ გამოგგლიჯოთ, ან სიკვდილს როგორ გამოგძალოთ!
ქრისტეს პერანგივით ცოდვაც დაიკვართა, მე თუ დამიჯერებთ: ახლა აკვანია თქვენი ტრიბუნა და თქვენი ბარიკადა.
თქვენ მართლა დიდ ამბავს, დიდ საქმეს შემოწვდით, მე ისე მომწონხართ, მე ისე მიყვარხართ, მე მინდა იცოცხლოთ დიდ საქართველოსთვის!
თქვენს სულში ოცნებამ ითილისმა, თქვენ ამბობთ: ბარიკადაც აკვანია! კი-მეთქი, ოღონდ სიკვდილისა!
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველო.
ერო - წმინდანო და შემოქმედო, იყავ უდრტვინველი თუნდ გიშარონ, თუნდაც ავი თვალით შემოგხედონ.
ერო - მტერ-მოყვარის მასპინძელო, ერო - ფალავნების საკრებულო, თუ გსურს ფალავნობა გაიგრძელო,
რაკი უფლის ნება გამოვლინდა, უფრო მრავალი და ღონიერი აღსდეგ ანგელოსთა გალობიდან!
სიკვილითა სიკვდილისა დამთრგუნველო. |


