კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 13:11

 

გაიზარდა ჩემი ყურშა,

დავაჟკაცდა, გახდა დიდი, 

სხვას არავის არ ვანდობდი,

თავად ვზრდიდი, თავად ვწრთვნიდი.


სადაც მინდა გავაგზავნი, 

ყველგან წავა მთად და ბარად,

ხან კალათა მიაქვს კბილით,

ხან საჩქაროდ ვატან ბარათს.


ხანჯლებივით კბილები აქვს,

რომ ჰყეფს, თითქო ზარი რეკავს,

როცა მიმყავს სამწყესურში,

ფარას მარტო გაირეკავს.


სათითაოდ, მწყემსზე უკეთ, 

იცნობს ყველა ცხვარს და ბატკანს,

მგელი ახლო როგორ მოვა,

თიკნის ბეწვსაც არ გაატანს!


თუ შინ არი, სახლს დარაჯობს,

დაბმული ჰყავს ჯაჭვით ბებოს,

უცხოს ფეხის ხმაზე იცნობს.,

წამსვე უნდა დაიყეფოს.


კიდეც მართებს! შვილის მსგავსად.

ბებომ მიტომ გამოკვება.

მალე საზღვრის მცველად წავალ,

ყურშაც ჯარში წამომყვება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen