კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:33

 

რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი,

მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?

თუმცა იხილეთ მნათობთ ვნებანი,

იერიქოს ვარდთ უცხოდ რებანი,

ნაზთა იათა ცრემლით ვსებანი,

უთმინოთ ოხვრით სულთქმა-ვებანი.

რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი,

მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?


სტირ შესაწყალად წალკოტთა რგულთა,

შვენიერ ვარდთა, ედემით სხმულთა,

ზამბახთა თხზულთა, უზადოთ მკულთა,

თვისთა მამულთა, აწ განკარგულთა,

არ სცემ ლხენასა მცირეს ჟამს გულთა.

გწადს სევდით მოცულს ველთა რბენანი.

რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი,

მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?


იგლოვ მაღალს ტახტს, ვაი წახდომილს!

დიდებულს პალატს, მსწრაფლად დამხობილს,

შვება-სიხარულს, ტრფობით შეტკბობილს,

ეტლს დაბრუნებულს, მოყვასთგან გმობილს,

გსურს მყის სიკვდილი, გულ ლახვარ სობილს,

არღარად გნებავს სიტყვის გებანი.

რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი,

მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?


ჰგოდებ სიმწარით მრავლად ჭირებსა,

მსმენთაგან ძნიად გასაკვირებსა,

უთმინოდ სულთქმას განახშირებსა,

ყოვლთა მტერთაგან დასატირებსა,

ნუ სწუხ, დაშრტება ცეცხლთა დებანი.

რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი,

მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?


ჰე, გულო, რად გაქვს ესდენ წყინება,

მარად სისხლისა ცრემლთა დინება,

გუშაგთ სიმრავლით თვალთა შინება,

მათგან უწყალოდ ჭირთა სმინება,

რადგან ჩრდილოთ მზემ ესრეთ ინება,

კრძალვით ითმინე სახმილთ გზნებანი.

რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი,

მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen