კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 06:09

 

მთარგმანელი: თამაზ ბაძაღუა

 

სამშობლოვ ჩემო, შენს დაქცეულ კედლებს დავტირი,

სვეტებს და თაღებს, ცივ ქანდაკებებს,

ცისკენ ასვეტილ კოშკებს ცარიელს.

დიდება მათი ქარს გაჰყოლია,

და ყრუდ ქვითინებს გული ჩემი, გული მარტვილი.

დედოფალო, მზეთუნახავო, ვეღარ გიშველის

ვეღარც ჩურჩული, ვეღარც გალობა.

რარიგ დაგამცრო ბედისწერამ.

სდუმან ბაგენი, ილაპარაკე, რომ მწუხარე თავი დავხარო.

ორივე ხელით დაბორკილი, თმაჩამოშლილი

ზიხარ მიწაზე: ულეჩაქო, უტყვი, ნაგვემი,

სახე მუხლებში ჩაგიმალავს, წყნარად ცახცახებ.

შენ დაიბადე გამარჯვებისთვის და შენი გზები ბედმა არია...

იტირე, ჩემო დედოფალო, ო, იტალია.

თუნდაც ორ წყალუხვ ნაკადულად ამოწყაროვდეს

შენი თვალები, ვერ ჩარეცხავს საღამოისხანს

მწუხარებას, ტანჯვას და სირცხვილს.

დედოფალი ხომ მონად გაქციეს და მტარვალებმა დაგადეს ხუნდი...

სად გაქრა ძველთა ძლიერება და გულოვნება,

ამაყი სული და ხმა მყივარი,

ვინ დააბლაგვა ქარქაშებში მჭრელი მახვილი?

ამოგიკორტნეს ღვიძლი ყორნებმა,

ჩამოგახიეს ცბიერებით ოქროს სამოსი და სამკაული,

თვალჩაუწვდენი უფსკრულისკენ დაქანდი ჩუმი და თავდახრილი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen