|
ტკივილი მინგრევს გულის ფიცარს, გიცან, ჩემი ზღაპრის გმირი გიცან; მაგრამ უმწეო და ხელშიშველი, შენ მე ვეღარაფერს ვერ გიშველი;
არ მსურს დავიჯერო დანახული; ჩემო დამაშვრალო მარჩენალო, კვდები კაცის ხელით დალახვრული;
ბოღმამ ერთიანად გამომცალა; რისთვის გამოგწირეს დასადაშნად, თავი ვერ გავართვი გამოცანას;
ასე მიმნდობი და უწყინარი; მინდა ვითავცემო და ვიკივლო, გიგლოვო საყვარელი, უტყვი ხარი;
არვის დაგანებებ მოსაკლავად; სიბერე მიწეულს გიპატრონებ, გიბოძებ ბალახიან მისადგომებს;
კოცნით დაგიფარო წმინდა შუბლი; ბელტი-ბელტს აბრუნო შემართებით, რქებზე დაგიმაგრო კელაპტრები;
ჩემი მარჩენალი ლაბა ხარი! |


