|
ვარ მზითა და სიყვარულით ხვავრიელი, ვით ალაზნის მადლიანი ველი, დაე, გული მყუდრო, როგორც ეკლესია, აზვავდეს და გახდეს დასაბმელი.
შენნაირი გულის მჯერა, მჯერა მხოლოდ შენეული დარდი, შენს მეტს ვერვის ვერ ავუწყობ გულის ძგერას. როგორც ხე ქარს ვერ აუწყობს ნაბიჯს.
დღის სინათლე ღამედ ვიცან, ვერ ვერევი შემოწოლილ ბურანს, მე ვარ ახლად გამომწვარი დედამიწა და შენს ირგვლივ დღე და ღამე ვბრუნავ! |


