|
უსასოობა თვალებში მიმზერს ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა, თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს, მაგრამ ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა.
არსებობს ცოდვა დიდი და მცირე, რა გინდ თვალებში მაყარონ ღველფი არც დავმცირდები, არც დავამცირებ.
ვიღაცის შიში და მორიდება, და მჯერა მართალს უფლის წინაშე თავის მართლება არ მომინდება.
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო, მე შეველევი უძირო გრძნობას უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ.
როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს, როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა! |


