კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 16:27

 

შენ ნუ იფიქრებ ღამეზე

ეკლიან შემოგარენზე 

ო! ნუ იფიქრებ ნუ! 

არ შეიხარო წარბი 

წადი, შენი გზით წადი, 

გადააბიჯე ზღურბლს 

შენს კილოკავზე იმღერე

და თუ სიმღერის სიბერე, 

წამოგაძახოს ვინმემ;

არ შეეპუო, იმღერე, 

მაგრად ჩამოჰკარ სიმებს.


სიმღერა ათბობს ცივ ხელებს, 

სიცოცხლეს აძლევს აზრს, 

სიმღერა აძლევს სიმხნევეს 

მარტო მიმავალ მგზავრს 

და თუ დაკარგავ ისევე 

ის გაპოვნინებს გზას.

ნუ გაკრთობს წლების სიბევრე

არ შეუშინდე სიბერეს, 

შენს კილოკავზე იმღერე 

მაგრად ჩამოჰკარ ზარს,

თორემ ცხოვრება მკაცრი, 

სულის მოთქმას არ გაცლის 

სულში გაგიჩენს ბზარს.


ცოცხლობენ მისი წყალობით

ბალახი, კაცი, წყარონი

მამისეული ფუძე.

სიმღერა ლოცვა-ვედრებად 

აკვნებთან შექმნეს დედებმა 

თრთოლვით გაგვიხნეს საკინძე 

და მოწიწებით დაგვკიდეს 

ავგაროზებად გულზე.

და თუ დაგჩაგროს სიბერემ 

წინ გადაგიდგეს ვინმე, 

არ შეეპუო, იმღერე

შენს კილოკავზე იმღერე 

მაგრად ჩამოჰკარ სიმებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen