კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 19:13

 

მაინც ვერ შევხვდი

ამ გაზაფხულს,

როგორც მინდოდა, -

მაინც გამისხლტა

ის პირველი სუნთქვა მინდორთა; 

ისევ წაიღო უსაზღვრობამ

ხვედრი თავისი

და მტვრიან გზებში

ისევ უხმოდ მოდის მაისი.

 

მაინც ვერ შევხვდი ამ გაზაფხულს,

როგორც ვნატრობდი -

მაინც გამომრჩა

ლიხზე გახსნა ზეცის ტატნობის: 

ისევ გამექცა ვარციხესთან 

ზვირთი რიონის

და ტრიალ კოლხეთს

ისევ ის მზე 

წვავს მილიონი.


მაინც ვერ შევხვდი ამ გაზაფხულს,

როგორც ვუხმობდი, -

ისევ გამიქრა

წამი ფერთა პირველი უხვობის,

ხევში წყლის ფეთქვა,

ფეთქვა პირველ გამოზამთრების, 

მთებზე მზის დნობა,

დნობა ახალ თაფლის სანთლების.


მაინც ვერ შევხვდი ამ გაზაფხულს,

როგორც მინდოდა, -

მაინც გამისხლტა

ის პირველი სუნთქვა მინდორთა;

ისევ იქ დამრჩა

ჩემი ხვამლი და ქუთაისი

და ისევ უხმოდ უსაზღვრობას 

მიაქვს თავისი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen