კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 15:21

 

მითხარი, ჩიტო


შენი ჭირიმე, ლამაზო, 

ხმატკბილო, ენაჭიკჭიკა,

ასეთი კარგი გაზრდილი

ვიცოდე, ნეტავ, ვისი ხარ?


გულმხიარული დაგვმღერი,

კაცი ვერ გნახავს ნაღვლიანს, 

აგრემც შენს დედას შერჩები, 

მითხარი, ჩიტო, რა გქვია?


შაშვი


შაშვი ნაძვზე შემოჯდა, 

აბულბულებს ყელს, 

ჩუმად, ჩუმად, ბავშვებო, 

ნუ შეუშლით ხელს.


გუგული


ტყეს გადასძახის გუგული,

ისმის ჟივჟივი ბეღურის,

კარში გამოდით, ჩიტებო, 

ერთად ჩავაბათ ფერხული!


ბაყაყი


რა ყოფილა ბაყაყი, 

ბრიყვი, ენატარტარა,

ყველა ერთად ყიყინებს,

დიდიცა და პატარაც,

პატარები უფროსებს

არ აცდიან ლაპარაკს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen