|
გზები მოდიან, გზები მიდიან და ამრავლებენ გზაჯვარედინებს, გზები რთულია, გზები დიდია, გზებს ოფლის ღვარად გადავედინე. ბევრი ვიპოვე ამ ლამაზ გზებზე, ბევრიც დავკარგე და ახლაც ვეძებ...
მაინც ვარ მადლიერი დაუსრულებელ გზათა გაცნობით, სადღაც სიკეთის შუქი იელვებს, სადღაც იელვებს შუქი კაცობის.
ღიმილი უხვი და მადლიანი. გულში სიხარულს ვეღარ დავმალავ შენი სიკეთით, ადამიანო.
და ვაჟკაცურად თვალში შევხედავ. არ დავაბიჯებ მოძმის სამარეს, არ ავათრთოლებ ძვლებს ქცეულს მიწად, თვალებზე მომდგარ ცრემლებს დავმალავ. გზად დაცემული რომ მშვიდად იწვეს.
დავტოვებ ანდერძს, - როგორც წესია, დამასაფლაონ გზისპირას სადმე, სადაც სიკეთე დამითესია.
ისე რომ იგრძნონ საფლავის ქვებმა...
გზები მოდიან და ამრავლებენ გზაჯვარედინებს, ქვეყნად ღიმილი ყველგან როდია, მკერდზე ცვარნამად რომ დამედინოს. |


