კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 08:26

 

მეგობარივით უყვარდა ქარი,

რომელიც ძვირი სტუმარი იყო, 

ჰგავდნენ დღეები, მშვიდი და წყნარი,

ერთფეროვანი პოეტის სტრიქონს.


ერთხელ დაირღვა დუმილი მკაცრი:

სარკმელს მოადგა ქარი - მოყვასი,

ფართოდ გააღო სარკმელი კაცმა

და შემოუშვა ქარი ოთახში.


არ ისვენებდა სული ვიღაცის,

რომელსაც ჰქონდა დიდი სათქმელი...

ფრთხილად მიხურა კაცმა სარკმელი

და შეიტყუა ქარი თიხაში.


თავის სურვილი ქართან დამალა,

არ დასცდენია სიტყვა რიოში,

არწყო წვეთ-წვეთად, როგორც წამალი,

და შეაპარა მარმარილოში.


ბოლოს დამშვიდდა გული წყეული,

რომელსაც უნდა: მიზეზი ჰქონდეს...

და ქარი - 

ქვაში გამომწყვდეული -

აშრიალებდა ოცნების ტოტებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen