კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 01:10

 

მალე გავენდე,

მალე გამენდო,

თითქოს უეცრად გაიხსნა ფარდა;

ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო, 

მაგრამ რაღაცა საერთო გვაკლდა.


ცოტა ვიარეთ უერთმანეთოდ,

ცოტა კი არა,

ძალიან ცოტა,

და ისე გვაკლდა რაღაც საერთო,

თითქოსდა რაღაც საერთო გვქონდა.


თავს ვაფარებდით ერთგულ ქალაქებს

და ღამეს,

როგორც მყუდრო სარეცელს...

რაღაც ვიპოვნეთ,

რაღაც დავკარგეთ,

და ერთმანეთის ხელებს დავეძებთ.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen