კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 06:17

 

მორჩილად სდუმან ჩემი ლექსები,

რომლებიც ვეღარ გამოვაჩინე,

ვერც დავივიწყე, -

ვერ დავეხსენი

მარადიული ძილით დასჯილებს.


ქარს გავატანე მათი ვედრება,

გამოვარიდე მზიან ტალავერს

და მოვეფარე,

ასე დედები

ართვალ და ავთვალ შვილებს მალავენ.


მათ არ შეეძლოთ,

მხოლოდ უნდოდათ,

სათქმელი მაინც ეთქვათ მცირედი,

შემომცქერიან ახლა უნდობლად:

ვერ გამიმართლეს მშობლის იმედი.


თვით მისტირიან იმედს დაფერფლილს

და ნაადრევად დასმულ წერტილებს,

და ესიზმრებათ რკინის სტამბები -

მტვრიან უჯრებში გამოკეტილებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen