კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 21:52

 

მთელი ზამთარი ისე გავიდა,

არ დამცდენია არც ერთი ბწკარი,

მხოლოდ დათოვლილ სახურავიდან

მესმოდა, როგორ კიოდა ქარი.


მიშტერებული გაყინულ მინას

თავს ვიტყუებდი ფერადი ზღაპრით,

და როგორც წინათ, დიდი ხნის წინათ,

დიდი იმედით ველოდი აპრილს...


მობორიალდნენ ლანდები შორი

აწკრიალებულ ბროლით და ღვინით,

- ქალაქში დადის ლამაზი ჭორი

თმაშეღებილი ცეცხლისფერ ინით!


დადის ჩურჩულით და ლაპარაკით.

ულულაგს თვალებს ქუჩებს, ეზოებს...

- და აკვირდება მთელი ქალაქი

ვნებით არეულ მაღალ თეძოებს...


მოგონებებით აჩონჩხილ გალას

შეახებს თითებს ეჭვი ცბიერი...

- „თქვენ დაავიწყდით დროებით ქალაქს

პატივმოყვარე და ნებიერი!“


რა ვუყოთ, ახლა სხვისი ჯერია,

რომ ჯამბაზივით თოკზე გავიდეს,

მე კი აქამდე რაც მიწერია,

ერთად გავატან ზამთრის ამინდებს...


კედლებმა უხმოდ გაინაწილეს

მოსალოდნელი დღეების შიში...

ისე ილევა ეს სიყმაწვილე,

როგორც სანთელი შედგმული ნიშში...


მაგრამ სანამდე გადამაფარებს

სიკვდილის ზეწარს სიგრილე დილის,

ერთს, ერთხელ მაინც შევაზანზარებ

გაბრდღვიალებულს აპრილით თბილისს!


იყო თუ არა, რაც ასე მწამდა,

მოვარდნილ წყალში შესვლა მხარულით?..

მქონდა თუ არა სიმღერის გარდა

სხვა აღტაცება ან სიხარული?


არა, არ მქონდა! მაგრამ პატარა

მეც მედგა კუზი ცოდვიან კაცთა,

და მოგონებამ უხმოდ ატარა

მიტოვებული სიზმრების განცდა.


სული კი თეთრი თოვლი დაღლილი

ეძებს ყოველი წვრილმანის მიზეზს

და იღიმება გვერდზე დახრილი

ჩამოვარდნილი ნიღაბი პირზე...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen