კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 12:19

 

შენ იმედს ყოფნი სახელად,

ქოჩორს მზის სხივი გიმოსავს.

გილოცავ თვალის გახელას,

პირველ შეკრთომას გილოცავ!


გილოცავ მიწას სალოცავს,

პირზე ღიმილის მოფენას,

პირველი სიტყვის წარმოთქმას,

პირველი მერცხლის მოფრენას.


ამ მზეს და ამ გრილ სიოსაც,

ამ მთებს და ამ ცას კრიალას.

გაჩენილ ფიქრებს გილოცავ

და ბევრ გასაჩენ იარას.


ამ სოფლის ტყუილ-მართალსაც,

განაგონსაც და ნახულსაც,

შემოდგომას და ზამთარსაც,

გაზაფხულსაც და ზაფხულსაც.


და თუმცა ბოლო არ უჩანს

გზებს უძნელესს და იოლსაც,

გილოცავ უფლის საჩუქარს,

ქვენად გაჩენას გილოცავ!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen