|
მიწამ გამზარდა და მიყვარს მიწა, ნაწვიმარზე რომ აუვა ორთქლი, ყვავილებს ფიფქი და ცვარი სცვივა, მზით იტენება ყლორტები ფოთქვი...
ცოტაც და ჩუმად იქ მივიძინებ... სხივებს დამათოვს ნაზი ტატანი - და ცივი ლოდი არ დამამძიმებს.
სინათლეს არვის დავესესხები, ხალხში იფრენენ კარიდან კარად, მინდვრის ჩიტივით ჩემი ლექსები.
მოვა ხანდახან შხაპუნა წვიმა, არ დამამადლებს ცვარს კვიპაროსი, ვიდრე იქნება ეს მწვანე მიწა!.. |


