კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 11:57

 

ჩაცმულიც რატომ ხარ შიშველი...

ვინ დასვა ასეთი კითხვა.

ღმერთია ვინც ახლა გიშველის,

პასუხსაც ის გაგცემს, - ვინ ხარ.


რად გინდა დაღლილი სიტყვები,

ანდა უპასუხო კითხვა,

შარას უგზო-უკვლოდ მიჰყვები,

ერთად - ღიმილი და რისხვა.


დაგდევს კოშმარული სიზმრები,

თითქოს ზიზღით ავსებ კითხვარს,

როცა სიკვდილისკენ იხრები,

სიტყვა გადაგარჩენს: მიყვარს!


მიყვარს შეცდომილი კაცის ძე,

მიყვარს მოყვარე და მტერი,

მიყვარს, ვინც ვერასდროს გამიძლებს,

მიყვარს ობლის ბოლო კვერი.


მიყვარს მამაჩემის საფლავი,

მიყვარს ვინც მესროლა ტყვია,

მიყვარს ყველაფერი ამქვეყნად,

რასაც სიყვარული ჰქვია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen