კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 22:13

 

მე ვდარდობ, შენი მორცხვი ღაწვები,

რომ შევაჩვიე უცნობ სიფითრეს.

ახლა ამ პირველ თოვლში ჩავწვები

და, რა თქმა უნდა, შენზე ვიფიქრებ.


ჩვენ დრო დავკარგეთ თავის მართლების

და მოლოდინი დაგვრჩა განკითხვის,

მაგრამ ჯერ შუქი მაქვს ასანთები

და შენი სული მაქვს წასაკითხი.


ვიცი, ამ თოვლში დიდხანს ვიწვები,

ვიდრე არ ვიგრძნობ ტკივილს უარესს,

ვიდრე ტანიდან თეთრი ჩიტები

ამომკორტნიან იმ სიმხურვალეს,


რომელიც შენზე მეტად მაფითრებს,

რადგან (როგორ ვთქვა), ისე ძნელია,

ვუცქირო ბეჭედს შენ არათითზე,

რომელიც მე არ შემიბნევია.


და მხიბლავს თოვლში ასე თამაში,

არ ვცდილობ, ტკივილს რამე ვუშველო.

ეს ის განცდაა, ალბათ, საფლავში,

რომ შევეჩვიო ყოფნას უშენოდ!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen