|
ისევ შევხვდით... გულში დათბა... ვდგავარ შენ წინ და ფეხს ვითრევ. არას ამბობ, ჭაღარა თმას ისწორებ და იმტვრევ თითებს.
მონატრება იცის წლებმა... გეღიმება და ღაწვები ძველებურად გიწითლდება.
დანანებით დახრა ფრთების. რა ახლოა შემოდგომა, დრო - სიმწვანის შეყვითლების. |
| პოეზიის გვერდი • • • |


