კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 09:21

 

სოფლის ბოლოში პატარა ღელემ,

გადააქცია ქოხი წისქვილად,

ბრუნავდა მერე, ბრუნავდა მერე

და შემოდგომას ფქვავდა წვრლ-წვრილად.


აფეთქებული სოფლის იმედად

წისქვილი ლამაზ ოცნებას ჰგავდა,

ხშირად ღამითაც არ იძინებდა

და სიმინდივით ზღაპრებსაც ფქვავდა.


ბევრი დაფქვა და ბევრი წაიღეს,

მაგრამ ყოფილა ღონემიხიდილიც,

სოფლის სიმდიდრეს და სიღარიბეს

გლეხის გულივით გრძნობდა წისქვილი.


ხან სავსე ჰქონდა სიუხვით უბე,

ხან დაღვრემილი კაცივით სდუმდა,

და ჰგავდა ჩიტის ცარიელ ბუდეს,

ხის ფუღუროში დარჩენილს უქმად.


ახლა გოგია შენი წისქვილი

ბრუნავს, თოვლია თუ მზე აცხუნებს.

ღელე ჩხრიალებს შენი სისხლივით,

წყალი კიარა ხვავი აბრუნებს,


და მე მგონია ღელე თავს იხრჩობს,

ღარში ხმაურით გადამდინარი, 

ნუ შეჩერდები გოგიას სისხლო,

ნუ დაგერქმევა ნაწისქვილარი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen