|
ვინც გინდა იყოს, კიდევაც რომ რუსეთი სძულდეს, ვერ გეტყვი რად და დამარცხება რუსეთის სურდეს.
გერმანელი, ჩინელი, ფრანგი - ჩამოთვლა მათი არ არისო, შენ ამბობ, კარგი -
ჩახედული საქმეში თუა, აზროვნებს თუკი, თუ აქვს გული და თუ აქვს ჭკუა,
არ იქნება, პატივი არ სცეს დღეს მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის კაცებს!..
ძლიერება რუსეთის გშურდეს, მაგრამ რა პირით, რა ნამუსით პუშკინი გძულდეს?!
ზოგი თხისკენ და მგლისკენ ზოგი - თქვი, არ გიყვარდეს რა მიზეზით, სიტყვაზე, ბლოკი?!
ძე-კაცისას რომელიც ხედავს სულის უფსკრულებს, და კაცთათვის კურცხალი სწვეთავს?!
მეოცეში გამოსცემს ექოს მათრახი ვისიც - რა მინდაო, რას ეტყვი ჩეხოვს?!
მაგ ტოლსტოის რას ეტყვი ბოლოს, რომლის უმაღლეს, სადღაც იქვე, უფალი ცხოვრობს?!
საუკუნე უცებ ცხრამეტი - გამოუყვანა რანაირი რუსეთს ამინდი,
მის წიაღში დიდთაგან დიდნი. საკაცობრიოდ ქმნილებანი დააწყვეს მკვიდრნი!
და მეოცეც სთთვალავშია - ტყაპუჭიანი ეს რუსეთი ხალხად აქცია...
ვერ იტყვი, რომ ოდესმე ვმჯდარვარ. არამც და არამც შენც იცი, რომ მედროვე არ ვარ.
ვინც შენსავით ცის გახსნას ელის. მწამს ჩემი ჯიშის, ჩემი სისხლის და ჩემი გენის.
რწმენა ჩვენი - დია კარგია. ბრმა სიძულვილი - ვერაფერი იარაღია! |
| პოეზიის გვერდი • • • |


