კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 04:31

 

შენ რომ ყველაფერს იკადრებ და ჩაიდენ ვიცი 

ნამუსს დაჰკარგავ თაღლითის და მზაკვრის დაცვაში

დაგავიწყდება მიცემული უფლისთვის ფიცი

გროშად გამყიდი, ანდა გამცვლი ქალის საცვალში.


შენ სიმაღლესაც მოიპოვებ უგონო ხალხში

ვინც კახპა ბედის კამათლები „დუშაშზე“ დასვი

შენ ავაზაკებს ჩაუდგები სისხლიან კვალში

ეშმაკს იწამებ და ფარფატა ანგელოსს დასვრი.


მარად ორგული სხვას უმზადებ სასტიკ ფათერაკს

ცდილობ შენს ნაცვლად სხვა გაებას ყბედიან შარში,

თუმცა მიცინი, ვიცი ჩუმად მალავ სატევარს

დედას მიტირებ მოგეცემა როგორც კი შანსი.


გაგამართლებენ ეს ბრიყვები უთუოდ ჩემს წინ

თავად ცოდვილი უცოდველებს იკლებ გინებით,

შენს სიყვარულსაც მიითვისებ უთუოდ ჩემს წილს

შენ ამჟამადაც ჩემს ოცნებებს ეპოტინები.


გიმეგობრებენ მეგობრობით ალალით, ნაღდით,

მე გამწირავენ უსათუოდ შენი მცდელობით,

მე მარტოსულის განაჩენი გონებას ამხდის 

შენ შავ საქმეებს გააგრძელებ უდარდელობით.


მე, მე ვიკითხო, უნდა ვიყო როგორმე მშვიდად,

ნაძალადევად შევირიგო მოსისხლე ბედი,

უნდა ფარული მრისხანება მიგლეჯდეს შიგანს

და თავად მეფემ - ლაჩარ მონას გიხარო ქედი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen