კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 12:14

 

ის აჩქარებით ამოჰყვა კიბეს,

ჩამესმის მისთა ნაბიჯთა ჩქამი.

აი, მოვიდა, ხელს ხელზე მკიდებს,

აი, ჩემს გვერდით დაიდგა სკამი.


მიყვება რაღაც უცნაურ ამბავს,

თან მაშტერდება თვალებით ცივით,

სიტყვებს ნაცნობი სინტაქსით ლამბავს,

მაგრამ ხმა იგი - გველივით წივის.


ჯერ ვერ გავიგე სტუმრობის აზრი,

ჯერ ნელა, ნელა მოცოცავს შიში…

მიყურებს, თითქოს ცელი პირბასრი,

მიკეტავს არეს და წასვლას მიშლის.


დგება ოთახში თამბაქოს ბოლი,

წვება ოთახში დუმილი მძაფრი.

მსურს ვითამაშო მასპინძლის როლი,

ის სავსე სასმისს უკანვე მაწვდის.


ვათვალიერებ ღარიბულ ბინას,

რა მივცე? რითი მოვულბო გული?

ღამეა, ახლა მეზობლებს სძინავთ,

აი, რაცა მაქვს, ღმერთი და რჯული.


ის იღიმება და ჩემთა ფერხთით

გორად მიხვავებს შუქნათელ ლითონს…

გონებას ვძაბავ, თანდათან ვხვდები -

რისთვის მოსულა - ის სინდისს ითხოვს!..


და დამცინავი, ქილიკი მზერა

თითქოს ბაგეზე მიყინავს უარს.

ყვირილით ვშველი დაჭიმულ ნერვებს,

მაგრამ ვინ გისმენს… ეტყობა ყრუა…

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen