|
აქ ცხოვრება თითქოს ხელისგულზეა, ყველაფერი ცხადია და მარტივი: ყვავი ცაზე დაყრანტალებს უშიშრად, გალიიდან იმზირება არწივი.
შეეჩვია ამ უგემურ სიცოცხლეს... აი, ვხედავ, ონავრებმა გაბედეს - ვეფხვს ზედ ცხვირწინ ულაგებენ კანფეტებს.
მომვლელები საათებს დასცქერიან. სადილ-ვახშამს განა დაამადლიან, ერთი სიტყვით არაფერი აკლიათ.
კაცმა რომ თქვას, მთლად მარტივი როდია: გალიიდან იყურება არწივი - დიდებული არწივის პაროდია. |


