ანზორ ერქომაიშვილს
|
საიდან მოდის ეს ჰანგი, ჰარი-ჰარალი-ჰარალო? ხმააწეული ზეცამდის ხმა - უსაშველო ვარამი.
ხან გამჭვირვალე კრისტალი, ხან ნაკადულთა თქრიალი ჩახლართულ-ნაგვირისტალი.
მზით იქსელება სერები - დაულეველი სალარო ქართული სულიერების...
გულია გულის მძებნელი სიმღერამ შეკრა მხარიმხარ ჩვენი სამშობლო სვებნელი.
შეურყვნელ-შეურეველი, როგორც ეს ზეცა მაღალი, როგორც ეს ჩვენი ტყე-ველი.
ჩვენი ზვრები და ბაღები, ზეიმი ქართულ აზრისა - ქართული სულის ნაღები.
თუ რაღაც უფრო მაღალი - ჰარი-ჰარალი-ჰარალო - ძველი და მარად ახალი! |


