|
ჭახათი ვიწრო ბილიკი - ჟამმა შავი კლდე ვერ დაობა, აქ დავიბადე - აი მართლაც გამბედაობა. ზემოთ დევივით ელიას მთა აწრთობს არწივებს, ასე მგონია, მზე აქედან სხივს ანაწილებს. შავ არტახებში გაიელვებს კინტრიშის ტალღა, ეს გოლიათი, ამოდენა მთები რომ გახრა. ჯიხვთა ჭიდილი, კლდეთა შორის ხარი ბღაოდა, აქ დავიბადე - აი მართლაც გამბედაობა. |


