კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 11:07

 

თედო ბექიშვილს

 

როს ალიონი ჩამოუშვებს ღამის აფრას და

მზე იხარჯება საამსოფლო დასახარჯივით, -

ჩამოხვალ მთიდან ცრემლიანი შენი არჩივით

და ნაღვლიანად ჩამოჯდები საძმო ტაბლასთან.


შეღამების ჟამს გავიყრებით - და შენც ათასთა

კვალს აუყვები მზეასხმული, სხივებგაჩრილი

და გზა-გზა ისხლეტს შეუმცდარი შენი აჩრდილი,

რაც სულის წიაღ გაუცხოვდა და გადაფასდა.


ჩაცხრება ღამეც... მოწესენი საქმეს გალევენ,

ბნელს შეერევა ნაუბარი ქალის თუ კაცის,

ბნელს ენივთება წარმავლობის გზებზე მარებელ


ძეშეცთომილთა სამოსელიც - ფარჩაც და ფლასიც

და ვარსკვლავები სიყვარულით უთვალთვალებენ

შენს სამარესთან ჩამომსხდარი ჩრდილების ლაციცს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen