|
ლოდინისა და ფიქრების შემდეგ, მოვიდა იგი და გაგიხარდა. მეხიც გავარდა იქნება ბედზე, ჩამოეფარა მზეს ნისლის ფარდა.
და ელვამ ცეცხლით მოხაზა ბადე. თეთრი თოლია გაფრინდა ცისკენ და ცხელი კოცნა დაადნა ბაგეს.
და არაფერი არ მოხდა თითქოს. მაგრამ დაღონდა ლამაზი ქალი, ლამაზმა ბიჭმაც დაკარგა სითბო.
და აღარ იხდის ბუნება შავებს. ბუდეში ბარტყი ფართხალებს ჩვილი და გვეკითხება: რა დავაშავე? |


