კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 06:28

 

მოვედი. ღირდა თუ არა?

წავალ, რას ვტოვებ სოფლად?

მზემ ქედებს გადაუარა

და ღამემ ზღვასთან მოკლა.


მეც წავალ ასე უჩუმრად,

ცას შევადნები ფიფქად,

წუთისოფელის ჩურჩულმა

მეტი რა უნდა მიქნას.


რატომ ავიკლო ქვეყანა,

რატომ ვაწამო მოძმე,

არ ვიყავ, ბინდი მეფარა,

მოველ და... უნდა მოვკვდე.


დავდივარ ჩემთვის გულმშვიდად,

წუხილს არ ვიმჩნევ დაღად.

ზოგს ბოროტება უშლიდა

ქვეყნად ეცხოვრა ლაღად.


ზოგმა დუნია ინდომა,

სხვისი ზღვები და ზვრები,

მე ვდგავარ მწვან მინდორთან

და მხიარულად ვკვდები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen