კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 15:51

 

- ხვალ სად, ისევ ამ დროს საქორიას მთაზე?

- საქორიას მთაზე, აბა მეტი სადა.

- ამ სიტყვებით ხშირად ვშორდებოდით გზაზე,

ახლად შეთვალული მე და ჩემი ნატა.


მთელი ღამე არ მეძინა, არ ეძინა არც მას,

არ გვეძინა, სიყვარული გვაწუხებდა როგორ!

მზე ზღვაში რომ ჩაყვინთავდა, ავირბენდი აღმართს

და ვკოცნიდი ატამივით აფეთქებულ გოგოს.


და მიქროდა, დღე ვით წამი, წელი, როგორც დღე და

ნატა ისევ გაიფურჩქნა და გაივსო უფრო,

წყალზეც აღარ აგზავნიდა ეჭვიანი დედა,

როგორ გინდა სიყვარულზე ან სად ვესაუბრო.


ბავშვობა და სიყვარული გაზაფხულმა შთანთქა

და ის კოცნა ყვავილებმა ბილიკ-ბილიკ ფანტა.

დღეში სამჯერ ავირბენდი საქორიას აღმართს

და ის ტკბილი მოგონება ახლაც ძვალში მატანს.


მახსოვს, როგორ დაახურეს თოვლისფერი ფატა

და ვიღაცამ გადარია ჭიბონი და სტვირი,

მე ქურდულად გადმომხედა და მღიმარე ნატა

ჰგავდა ზღვის პირს საოცნებოდ მოშრიალე ტირიფს.


- ხვალ სად, ისევ ამ დროს საქორიას მთაზე?

- საქორიას მთაზე, ზღვას რომ დაჰკრავს ჩრდილი,

ამ სიტყვებით ახლაც შორდებიან გზაზე

ახლად შეთვალული სხვა მღელვარე წყვილი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen