კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 16:27

 

ოდეს წარმხოცავს უხილავის

ხელი ხილული,

ოდეს გულ-გვამში დაივანებს

მხოლოდ ყინული,

ოდეს დასტოვებს მარადისი 

ბინას დროებითს,

ოდეს იელვებს მოყვავილე 

ზეცის რტოები;

იქ, მირიადი ვარსკვლავების 

ცივი ნათელით

მზერაარეულს, ვიცი, 

უფრო მომენატრები...

დავტოვებ ზეცას, არყოფნაშიც

შენი მსახური,

დავკვლევ გზას ქუფრი მდუმარებით

დახშულ-დახურვილს

და ღამეს, შუქით ძალოვანით 

შუა გახლეჩილს,

კვლავ გამოვყვები, კვლავ შემოვალ

შენს სასახლეში... 

აქ, ამ ზვარეში 

მარადისად დავემკვიდრები,

გაბრუებული, მონუსხული 

ქართლის მინდვრებით... 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen