კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 00:50

 

ხომ არ ვბერდებით, სიყვარულო, 

შენი სათავე 

ხომ არ ჩაკეტეს ზამთრის ზვავებმა?

ეს რა უცნაურ აღლუმს მართავენ, 

რას გუგუნებენ გაუთავებლად?


ხომ არ ვბერდებით, სიყვარულო, 

შენი დინება

ამ ზვავებს შორის მიიმდოვრება, 

ხან მოვარდება, ხან იყინება 

და ასე მიდის მთელი ცხოვრება.


ხან მწყალობელო, ხან გულუხვო, 

ხანაც უწყალოვ,

გულს შენი ნატვრა არა სცილდება...

თვალებზეც ბოლო ორი კურცხალი 

მხოლოდ შენს გამო აციმციმდება.


სხვა არაფერი, რას მივდიო, 

რას გავეტირო,

რისთვის ღირს ცრემლი, ოხვრა, გოდება?

თუ ვარ, შენით ვარ გულდაწყვეტილი,

ძნელია შენთან დამშვიდობება.


ხომ არ ვბერდებით, სიყვარულო, 

ცხოვრების ბურუსს 

შენი სინათლე თუ ვერ დაფლითავს -

რადღა მეძახი დაუსრულებლად,

ხელს რადღა მიწვდი მაგ სინათლიდან?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen