კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 06:28

 

უცებ მოვიდა გრძნობა გულწრფელი. 

გაღვივდა სიტყვა, ვით ნაკვერცხალი, 

შენგან ნაწერი ერთი ფურცელი 

როცა მოფრინდა როგორც მერცხალი.


ტკბილი ჭიკჭიკით ამივსო ბინა, 

მომელამუნა ამო ჟღურტულით 

და გულს - ჯავრისგან გალეულ რკინას - 

გადარაზული ახსნა ურდული.


არა, დიდების არა მკლავს დარდი, 

არ ვარ ამ უქმი ტვირთის მტვირთველი 

მე გამიხარდა, რომ ქვეყნად დადის 

ერთი შენსავით ლექსის მკითხველი.


დადის პოეტის გულის ზიარად, 

ლექსის ტკივილთა გამზიარები... 

რომ ვიტრინების ციმციმს კი არა - 

ზეცას უმზერენ მისი თვალები.


რომ არის სადღაც ძალიან ახლოს 

და როს საყვარელ წიგნებს გადაშლის - 

მას შეუძლია მზე დაინახოს 

მცირე, უმწეო სანთლის პარპალში.


ვიცოდი, მაგრამ ახლა განათდა 

ერთი სათქმელი, როგორც ცისკარი -

სიტყვამ გულისა თუკი არა თქვა, 

არ გვაქვს უფლება არავითარი.


უცნობო, ჩემი წრფელი სალამი 

შენს გულს, ლექსი რომ ასე უხარის... 

ეს შენ იქნები ჩემი სამარის 

ერთი ნამდვილი ჭირისუფალი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen