|
მოზეიმეთა სავსე სუფრას ვაქციე ზურგი და ვით სამიზნე, დაჩხვერილი შხამიან ისრით - ისე მიმაქვს მოხრილი მხრები.
ამ ზღურბლს მხოლოდღა ერთხელ გადმოვაბიჯებ. აქ, სად კრიალა ბროლის ჭიქებით გაქვავებული ნიღბების რიგი სვამს კმაყოფილი: პატიოსნების, სიყვარულისა და სამშობლოს სადღეგრძელოებს.
გაზაფხულის ნოტიო ჰაერს. მიბჟუის მხრები, უწყალოდ მჩხვერენ დამცინავი მზერის ეკლები... ჩაიბუდებენ შხამად სხეულში ისინი, სანამ ძალმოცემული არ მოვბრუნდები თქვენც ღრეობაში.
ან საით წახვალთ, მხოლოდ მდინარეს ძალუძს დინება ხოლო ჭაობი - უძრავია. ვიცი, დამიცდით! |


