|
მუდამ ჩვენს ცხვირწინ მიაგორებს - ქაფიან ტალღებს ჩვენ კი ნაპირთან ვჭყუმპალაობთ როგორც ბალღები, სიღრმეში შესვლის გვეშინია, თავს ვიტყუებთ, ფეხისგულებს ვისველებთ მხოლოდ... ხოლო მას, ვინაც ამ მდინარეს ჯიქურ შეება, ვინაც თავისი სიმამაცით ჩვენი სიმხდალის დათრგუნვას ცდილობს - ვისაც ახლა ტალღა მიათრევს, რომ მორევში დაატრიალოს, - თვალს რად ვარიდებთ, თითქოს სულაც არ დაგვენახოს? მდინარის ზათქი გულგრილად ახშობს იმის განწირულ, უმწეო ყვირილს და ჩვენამდის ხმაც ვეღარ აღწევს. მუდამ ნაპირთან ვჭყუმპალაობთ, მუდამ ნაპირთან... |


