|
რატომ დადუმდა წკრიალა ჩანგი, რად ჩურჩულებენ მწუხარედ ხენი, რად არ გაისმის საამო ჰანგი და არწივული ყივილი შენი.
რად გაუწეწა ქარმა ფაფარი, ან შენს ტკბილ ლექსებს დაობლებულებს რად ვერ უნახავთ თავშესაფარი.
ან კალმახები, რატომ შფოთავენ, ეხ, ქართლის ველებს ძველებურ ეშხით, ყაყაჩოები ვეღარ მორთავენ.
ოცნებასავით გაქრა ყოველი, ვაგლახ, ვერასდროს ვეღარ შეგხედავს შენ ქაშვეთი და სვეტიცხოველი.
მოენატრება მას შენი ჩანგი, და როცა დილით ქართლის ველებზე, წყნარად გაივლის კვლავ შენი ლანდი.
ატოკდებიან ატმის რტოები, და ჩინჩხლებს ისევ შემოგაყრიან შენ დარცხვენილი ყაყაჩოები. |


