|
წუთისოფელი ბინდისფერია, მარად სიცოცხლე არ გვიწერია და ამიტომაც ასე მღერიან ასე შრიალებს ლერწმის ღერია.
ერთად ვიქნებით აქაც და იქაც. რახან ასეა, ამივსეთ ღვინით უკანასკნელი ეს ერთი ჭიქაც!
სამოთხის კარი გამაღებინეთ, უკანასკნელი ეს ერთი ჭიქა გემუდარებით, დამალევინეთ.
მაინც ამოვა კიდევ მრავალი, ოღონდ სიმღერით ნათობდეს სული სიკვდილის გზებზე მარტო მავალი.
თქვენი სიცოცხლის - ღმერთის წყალობის, თქვენი ღიღინის, თქვენი გალობის გემუდარებით დამალევინეთ უკანასკნელი ეს ერთი ჭიქა. |


