კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 02:28

 

დავყვებოდი პირქუშ დილას,

ტყეში იწვა ჩრდილი ხეთა,

ულოდნელად წყაროს პირას

შენი ლანდი შემეფეთა.


შევკრთი, შევკრთი, გული ვთხოვე,

ეწყინა და დამეკარგა.

ბევრი ვლიდე, ვერსად ვპოვე,

თვალი ცრემლით დამექარგა.


ვკითხე ბილიკს, ჩიტებს, ბუჩქებს

აქეთ, ხომ არ აუვლია,

იქნებ ავდარს გადაურჩეს,

აქვე ახლოს აულია.


შეეფარე იქნებ ტოტებს,

მუხამ მკლავზე დაგიწვინა,

შენ არც ქარი შეგაშფოთებს,

არც ქუხილი და არც წვიმა.


გატარებენ ხელისგულზე,

გულს გაგიშლის ტყეთა მეფე,

ჩიტუნები გაზაფხულზე

ველურ იებს დაგიკრეფენ.


ქარი ჩემს თავს მოგაგონებს,

ღამეც ჩემი ძმობილია,

არ გაექცე მხოლოდ გორებს,

დედასავით მოგივლიან.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen