|
გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ჩემი და, გადარჩება? გმინავენ ლაზარეთის კედლები... დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია, დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.
მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.
(სადღაც ზარის რეკვაა, ილესება ისარი) ჩემი სუსტი სხეული გაწყვეტილი ძაფია ჩემი შემოქმედება-დედამიწის სიზმარი.
მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია აი, სწორედ ამიტომ ვერ ვიწამე ნუგეში.
გადარჩება? გმინავენ ლაზარეთის კედლები... დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია, დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები. |


